რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 234 ბავშვი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 234 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 433-ზე მეტი ბავშვია დაშავებული.

ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში, რომელთა რაოდენობა 146-ს შეადგენს. კიევის ოლქში -116, ხარკოვის ოლქში -103, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ხერსონის ოლქში – 49, ლუგანსკის ოლქში -50, მიკოლაევის ოლქში -45, ზაპოროჟიეს ოლქში -28, სუმის ოლქში -17, დედაქალაქ კიევში -16 და ჟიტომირში -15.

ასევე, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა 1 848 სასწავლო დაწესებულა, მათგან 173 სრულად არის განადგურებული.

banner
წინა სტატიაში16 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 586 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაოკუპანტმა მოსახლეობა დანაღმულ ტერიტორიაზე გაუშვა, ვინც აფეთქებას გადაურჩა დახვრიტეს – სამხრეთის სარდლობა