„ვინაიდან ვენეციის კომისიამ უნდა გამოაქვეყნოს თავისი მოსაზრება, მისმა სამართლებრივმა რეკომენდაციებმა უნდა შექმნას საფუძველი მნიშვნელოვანი დიალოგისთვის და უზრუნველყოს წინსვლის გზა ევროპის საბჭოს ნორმებისა და ღირებულებების შესაბამისად.
ღრმად შეშფოთებული ვარ მრავალი მოხსენებით, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის, დაშინების კამპანიების, ფიზიკური შეურაცხყოფის, ძალის არაპროპორციული გამოყენების, უკანონო დაკავებების, პერსონალური მონაცემების გავრცელებისა და სტიგმატიზებული ოფიციალური ნარატივების გამოყენების გამო მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას სასწრაფო ზომები, რათა თავიდან აიცილოს დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან შეუთავსებელი ნორმები, უზრუნველყოს უფლებათა სავარაუდო დარღვევის ყველა შემთხვევის სათანადო და ეფექტური გამოძიება. ევროპის საბჭო მზად არის, დაეხმაროს საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად, რათა განამტკიცოს დემოკრატიული განვითარება და შემდგომი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“ ამბობს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი.