ოხანაშვილი: ფსევდოპატრიოტიზმია, როდესაც რაღაცას აპროტესტებს ის ხალხი, რომელიც შემჩნეულია ოკუპანტ სახელმწიფოსთან კავშირში

ნებისმიერი პირი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ფსევდოპატრიოტიზმია, როდესაც პოზნერის სტუმრობა გააპროტესტა ხალხმა, რომელიც შემჩნეულია რუსეთთან კავშირში.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით სტუმართმოყვარეობაც და მასპინძლობაც. ფსევდოპატრიოტები ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ფსევდოპატრიოტიზმია, როდესაც რაღაცას აპროტესტებს ის ხალხი, რომელიც შემჩნეულია ოკუპანტ სახელმწიფოსთან კავშირში. დიდი სიამოვნებით დავიწყებდი მუშაობას ლუსტრაციის კანონზე. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ, ამ ქვეყანაში ვინ ვინ არის. ამის მიხედვით, ასეთი ფსევდოპატრიოტებიც ბევრს ვეღარაფერს მოაწყობდნენ.

ნებისმიერი ცივილური და გულწრფელი პროტესტი მისაღებია, გააჩნია პროტესტის ფორმას და ვინ აპროტესტებს. „ქართული ოცნების“ მკვეთრი პოზიციაა, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” ლუსტრაციის კანონზე მუშაობას დაიწყებს
შემდეგი სტატიაროდესაც იცი, რომ ივანიშვილისნაირი პოლიტიკური პარანოიის მქონე ადამიანი არის შენი ხელმძღვანელი, დაძაბული ხარ, რამეზე შემთხვევით ხელი არ მოგეწეროს, რაც შემდეგში აღმოჩნდება, რომ ის არ ყოფილა, რაც ბიძინას უნდოდა – ბოკერია