“ქართული ოცნება” ლუსტრაციის კანონზე მუშაობას დაიწყებს

ჟურნალისტის კითხვაზე, დაიწყება თუ არა ლუსტრაციის კანონზე მუშაობა, ოხანაშვილმა უპასუხა, რომ საზოგადოების ფართო კონსენსუსის შემთხვევაში, ამ კანონპროექტის ინიციატორი სიამოვნებით იქნება.

„ვნახოთ, ამ საკითხს სიამოვნებით დავსვამ. საზოგადოებამ იმსჯელოს ამ საკითხზე, საჭიროა თუ არა. ვფიქრობ, საჭიროა, რადგან ფსევდოპატრიოტებს და ფსევდოპატრიოტიზმს წერტილი დაესვას. ადამიანებს, რომლებიც ასეთი ყალბი პათეტიკით ვითომ რაღაცას აპროტესტებენ, თავის სახელი უნდა დავარქვათ. ამაზე საზოგადობის ფართო კონსენსუსი თუ იქნება, დიდი სიამოვნებით ვიქნები ამ პროექტის ერთ-ერთი ინიციატორიც და მომხსენებელიც“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიპოზნერის საქართველოში ჩამოსვლაზე ინფორმაცია მისი მასპინძლების წრიდან მქონდა – ხოშტარია
შემდეგი სტატიაოხანაშვილი: ფსევდოპატრიოტიზმია, როდესაც რაღაცას აპროტესტებს ის ხალხი, რომელიც შემჩნეულია ოკუპანტ სახელმწიფოსთან კავშირში