როდესაც იცი, რომ ივანიშვილისნაირი პოლიტიკური პარანოიის მქონე ადამიანი არის შენი ხელმძღვანელი, დაძაბული ხარ, რამეზე შემთხვევით ხელი არ მოგეწეროს, რაც შემდეგში აღმოჩნდება, რომ ის არ ყოფილა, რაც ბიძინას უნდოდა – ბოკერია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომ ხელისუფლება უფლებას იტოვებს ოპოზიციის ახირებას არ აყვეს და უშინაარსო მოლაპარაკებებზე დრო აღარ დაკარგოს.
ბოკერიას თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები მოკლე მხედველები არიან, რადგან ვერ ხედავენ, რომ ამ დამოკიდებულებით ამძიმებენ ქვეყნის მდგომარეობას და ამავდროულად საკუთარ მომავალ ბედსაც.
ბოკერიას აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის ეს განცხადება პირდაპირი სიგნალი იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ მათ არ სჭირდებათ საერთაშორისო საზოგადოების დახმარება.
„ივანიშვილის და მისი გარემოცვისთვის, ამ რეჟიმისთვის, ამ პოლიტიკური კლოუნებისათვის, ის დამატებითი ზიანი რაც ქვეყანას მიადგა და ადგება მათი პოზიციის გამო და რომელიც, სხვათაშორის, აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე ჩვეულებრივი მოქალაქეების, პირველ რიგში არ არის საზრუნავი, მათი საზრუნავი არის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება და ამ ამოცანისთვის ისინი საფრთხედ მიიჩნევენ საერთაშორისო ჩართულობასსაც და მოკლე მხედველები არიან, ვერ ხვდებიან, რომ ამ დამოკიდებულებით ამძიმებენ ქვეყნის მდგომარეობას, რაც მათ ნაკლებად აღელვებთ, მაგრამ საკუთარ მომავალ ბედსაც.
ამის დემონსტრირება იყო დღეს, დღევანდელ ვითარებაში, როდესსაც ნებისმიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს იმით დაკავებული, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას მოიპოვედბეს საქართველოს მხარდასაჭერად ეკონომიკაში, ჯანდაცვაში და სხვა სფეროებში, ღია სიგნალს უგზავნის, რომ თავი დაგვანებეთო, მაშინ როდესაც ძალიან მკაფიო გზავნილი იყო ჩვენი პარტნიორებისაგან, რომ დღევანდელი სტატუს-კვო, არის მათთვის სერიოზული პრობლემა და ეს აისსახება მათ ურთიერთობაზე საქართველოს მთავრობასთან და აქედან გამომდინარე, სანამ ეს სამარცხვინო მთავრობა გვყავს, საქართველოზეც.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რასაც ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ესეთი მთავრობა საქართველოს აღარასოდეს უნდა ჰყავდეს, როგორც არის ივანიშვილი და მისი ნებისმიერი კლოუნი.
ეს არის ღია განაცხადი,რომ აღარ გვინდა ლაპარაკი, დღევანდელ სტატუს-კვოს ვინარჩუნებთ, როგორც არის და თქვენ წუხილს და პრობლემას რომ ხედავთ, რომ რა ვითარებაც დღეს არის საქართველოში ყველაფერში, ეს რომ მიუღებელია და ამას მოყვება შედეგები, მათ შორის საქართველოსთვის დახმარების თვალსაზრისით, რადგან ესეთია თამაშის წესი, რომ თუ შენ გინდა ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი იყო, კონკრეტული მოლოდინები არის ნებისმიერი მთავრობის მხრიდან, ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში, ოღონდ ეს თავსმოხვეული კი არ არის, ეს არის თვითონ ამ მთავრობისვე არჩეული.
როდესაც იცი, რომ ხალხის მხარდაჭერით არ ხარ ხელისუფლებაში და ივანიშვილისნაირი პოლიტიკური პარანოიის მქონე ადამიანი არის შენი ხელმძღვანელი, ესეთი ინსტრუქცია აქვთ, რომ დაძაბული ხარ რამეზე შემთხვევით ხელი არ მოგეწეროს, რაც შემდეგში აღმოჩნდება, რომ ის არ ყოფილა, რაც ბიძინას უნდოდა. ეს კიდევ ერთი მახასიათებელია, რომ არ შეიძლება ასეთი მთავრობა გყავდეს არცერთ შემთხვევაში.“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილი: ფსევდოპატრიოტიზმია, როდესაც რაღაცას აპროტესტებს ის ხალხი, რომელიც შემჩნეულია ოკუპანტ სახელმწიფოსთან კავშირში
შემდეგი სტატიასაზოგადოების შეურაცხყოფის, უტიფრობის, ქვეყნის ინტერესების დაზიანების, ჩვენი მოქალაქეების უპატივცემულობის, ყველაფერის ნაზავი და სიმბოლოა ის, თუ როგორი რეჟიმი გვყავს – ბოკერია