ოჯახის წევრის მიმართ მუქარაში ბრალდებულს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ მუქარაში ბრალდებულს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც ”თაიმერს” პროკურატურიდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-151-ე მუხლით (მუქარა ოჯახის წევრის მიმართ).
”სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 19 აპრილს მ.მ. მივიდა ყოფილი მეუღლის – ნ. მ.-ს საცხოვრებელ ბინაში, რომელთან ერთადაც დაახლოებით, 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ქორწინებაში და ეჭვიანობის ნიადაგზე, დანის გამოყენებით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით”, – ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლომ მ.მ.-ს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაში“ვიხილეთ რუსთავი 2-ის პროცესი, სადაც დადასტურდა, რომ სასამართლო სისტემა ჩამოშლილია”
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: ვარშავის სამიტზე ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მხარდაჭერის პაკეტს