“ვიხილეთ რუსთავი 2-ის პროცესი, სადაც დადასტურდა, რომ სასამართლო სისტემა ჩამოშლილია”

პოლიტიკური მოძრაობა ახალი საქართველოს თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე სასამართლოების შესახებ განცხადება გააკეთა. ვაშაძის თქმით, რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სასამართლო სისტემა ჩამოშლილია.

“ჩვენ ვიხილეთ რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემა ბოლომდე ჩამოშლილია. რეფორმების რამდენიმე ტალღამ, რომელიც ქართულმა ოცნებამ სასამართლოში გაატარა, სასამართლო სისტემას მთლიანად ნდობა დაუკარგა”,- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის ინიციატივაა, რომ რაიონული სასამართლოების მოსამართლეების პირდაპირი არჩევის წესი იქნას შემოღებული.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილმა და არჩილ ხაბაძემ ხელვაჩაურში მოქმედი საწარმო DAR CAPITAL დაათვალიერეს
შემდეგი სტატიაოჯახის წევრის მიმართ მუქარაში ბრალდებულს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა