იენს სტოლტენბერგი: ვარშავის სამიტზე ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მხარდაჭერის პაკეტს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ვარშავის სამიტზე ალიანსი საქართველოს მხარდაჭერის პაკეტს გააძლიერებს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ნატო გააგრძელებს უსაფრთხოების გაძლიერებასა და რეფორმების გატარებაში თქვენს მხარდაჭერას. მომავალ თვეს, ვარშავის სამიტზე ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მხარდაჭერის პაკეტს. ეს არის მკაფიო დემონსტრირება თქვენი ქვეყნისადმი ჩვენი ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭრის დემონსტრირება”, – განაცხადა გენერალურმა მიდვანმა.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული პარტნიორია.

“საქართელო არის ნატო-ს ღირებული პარტნიორი. ჩვენი თანამშრომლობა ძლიერია და კიდევ უფრო ძლიერდება. საქართველოს ევროატალანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ქართველი სამხედროები მხარდამხარ დგანან ნატო-სთან მრავალი წლის განმავლობაში და ასრულებენ გამორჩეულ როლს ჩვენს ოპერაციებში. საქართველო ავღანეთში ჩვენი მისიის რიგით მესამე უმსხვილესი კონტრიბუტორია და დიდ მადლობას მოგახსნებთ ამისთვის. ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს საქართველოს ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში მონაწილეობისთვის”, – განაცხადა სტოლტენბერგმა

banner
წინა სტატიაშიოჯახის წევრის მიმართ მუქარაში ბრალდებულს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: საქართველო უფრო უახლოვდება ნატოს და მზად ვართ ამაში დაგეხმაროთ