ოჯახის სიწმინდის დღე – თბილისში 5 ლოკაციაზე სასულიერო პირები და მრევლი შეიკრიბა

ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით, თბილისში ხუთ ლოკაციაზე სასულიერო პირები, მრევლი და საზოგადოების ნაწილი შეიკრიბა – ფილარმონიასთან, ვარდების მოედანზე, ოპერასთან, პარლამენტთან და პუშკინის სკვერთან.

9 აპრილის ქუჩაზე სასულიერო პირებთან ერთად ე.წ. “ოჯახის სიწმინდის დამცველები” იმყოფებიან. მათი თქმით, ამ ტერიტორიაზე მთელი დღე იმოძრავენენ და ლგბტ თემის წარმომადგენლებს აღლუმის გამართვის უფლებას არ მისცემენ.

გადაიხდიან პარაკლისს, გაიმართება ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.

13:00 საათზე დაიწყება მსვლელობა ფილარმონიიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის და მრავალშვილიან ოჯახებს დალოცავს. დაჯილდოვდებიან რვა და მეტშვილიანი ოჯახები.

ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღე პატრიარქმა 2014 წელს დააწესა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: „ტაბურეტკა“ ბუმბულგადაკრული უნდა იყოს, ბალიშივით რბილი, ფუმფულა
შემდეგი სტატიაომბუდსმენი: ლგბტ ადამიანები თავს დაცულად ვერ გრძნობენ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებებით სარგებლობისას, როგორიცაა განათლება, დასაქმება, ჯანმრთელობის დაცვა და სხვა