რომან გოცირიძე: „ტაბურეტკა“ ბუმბულგადაკრული უნდა იყოს, ბალიშივით რბილი, ფუმფულა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მულტიფუნქციური ტაბურეტკა!

მილიონობით ფული გადაყარა მთავრობამ ე.წ. სტარტაპების დასაფინანსებლად და კიდევ უფრო მეტის გაფლანგვას აპირებს მომავალში. შედეგი ნულის ტოლი რომ იქნება, აქედანვე ნათელია. ერთი იდეა კი ნამდვილად გაამართლებდა, მაგრამ ვინ მისცა ჭკუა მთავრობას.

რამდენი დასაკეცი ტაბურეტკა გაიყიდებოდა დღევანდელი დღისთვის ქვეყანაში.

გაიარე რუსთაველზე, გახსენი, ჩამოჯექი, დაისვენე, მერე დაკეცე, ამოიდე ლამაზად იღლიაში და გაუდექი შენს გზას. თუ ვინმე ოჯახის სიწმინდეს შეეხება, გახსენი, უთაქე თავში, მერე დაკეცე, ამოიდე ლამაზად იღლიაში და წადი ასე…

ტაბურეტკა ბუმბულგადაკრული უნდა იყოს, ბალიშივით რბილი, ფუმფულა. თავი კი არ უნდა გაუტეხო ადამიანს, სიმბოლური ტკივილი უნდა მიაყენო.

არა, არა გვაქვს კომერციული ნიჭი ქართველებს!:)))“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი ფარცხალაძის სკანდალში გამოჩნდა – 1 200 000 ლარი
შემდეგი სტატიაოჯახის სიწმინდის დღე – თბილისში 5 ლოკაციაზე სასულიერო პირები და მრევლი შეიკრიბა