ოდიშარია: ივანიშვილის გამოცდილების ადამიანი, კარგი იქნება, თუ სამოქალაქო სექტორში იქნება

“ქართული ოცნების” წევრი, ბექა ოდიშარიას მტკიცებით, თუ ივანიშვილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოვა, ამაში ცუდს ვერ ხედავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ივანიშვილის გამოცდილების ადამიანი, კარგი იქნება, თუ სამოქალაქო სექტორში იქნება.

“ბატონი ბიძინას გეგმების შესახებ იცის ბატონმა ბიძინამ და იმ ადამიანებმა, ვინც არიან საჯარო რეესტრის ამონაწერებში. თუ ის დააპირებს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას, ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ, ასეთი გამოცდილების ადამიანი, ბუნებრივია, კარგი იქნება, თუ სამოქალაქო სექტორში იქნება. მე გირჩევდით, თქვენც ჩამოყალიბდეთ.ხან იძახით, რომ ის ჩრდილოვანი მმართველია, თუ ადამიანს მოუნდა, რომ სამოქალაქო სექტორში გადმოვიდეს, ამაზეც დაძრახვა როგორ შეიძლება. ესე იგი, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები, თუ როგორ არის საქმე?! – თქვა ბექა ოდიშარიამ.

banner
წინა სტატიაში“ნიკა მელიამ პოლიციის პროვოცირება მოახდინა” – ოდიშარია
შემდეგი სტატიანიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს