“ნიკა მელიამ პოლიციის პროვოცირება მოახდინა” – ოდიშარია

ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია გლდანში მომხდარ დაპირისპირებასა და ნიკა მელიას დაკავებაზე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრმა “პოლიციის პროვოცირება” მოახდინა. ამის შესახებ ოდიშარიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რაც შეეხება ნიკა მელიას თუ სხვას, რაც არ უნდა ადამიანები მავნებლები იყვნენ ან პროვოკატორები, ციხისთვის მე არავინ არ მემეტება. თუმცა არის ასეთი სამართლებრივი გარემოება, რომ ის არის გირაოს ქვეშ და მან მოახდინა პროვოცირება პოლიციის – იქ ჩანს, რომ პირდაპირ ხელჩართულ ბრძოლაში გადავიდა”, – განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მერი კრწანისობის დღესასწაულს დაესწრო
შემდეგი სტატიაოდიშარია: ივანიშვილის გამოცდილების ადამიანი, კარგი იქნება, თუ სამოქალაქო სექტორში იქნება