ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათი სასამართლო პროცესი გადაიდო. პროცესის გადადების შუამდგომლობა ადვოკატმა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი 23 ოქტომბერს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.

ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით ორი დღის წინ დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში მომხდარი დაპირისპირებისას მელიამ და მასთან ერთად დაკავებულმა პირებმა სამართალდამცველებს სამსხურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა და გაუწიეს წინააღმდეგობა.

შსს-მ გამოძიება სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიოდიშარია: ივანიშვილის გამოცდილების ადამიანი, კარგი იქნება, თუ სამოქალაქო სექტორში იქნება
შემდეგი სტატიანიკა მელია: “ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, მასობრივი დარბევა პოლიტიკური ნიშნით… ამათთან ბრძოლა არის პატივი”