„ოცნების“ პოლიტიკა რუსეთის პოლიტიკასთან თანხვედრაშია – ვაშაძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით მართველი გუნდის ბრალდებებს პასუხობს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსეთის პოლიტიკასთან თანხვედრაშია – გრიგოლ ვაშაძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით მართველი გუნდის ბრალდებებს პასუხობს. განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ვაშაძის თქმით, აგვისტოს ომის 11 წლისთავი მოქმედმა ხელისუფლებამ არა სამხედროებისადმი პატივისცემის გამოსახატად, არამედ საკუთარი სამომავლო პოლიტიკისთვის გამოიყენა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკასთან არის თანხვედრაში.

„გუშინ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი იყო. 7 აგვისტო, როდესაც დაიწყო რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო ტერორისტული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ამ თარიღს გამოიყენებდა იმისთვის, რომ მადლობა ეთქვა ჩვენი გმირი სამხედროებისთვის, ელაპარაკა ოკუპანტ სახელმწიფოსადმი პრინციპულ მიდგომებზე და ეზრუნა იმისთვის, რომ ერი და საზოგადოება გაეერთიანებინა. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ “თვალსაჩინო”  პირებმა ეს თარიღი იმისთვის გამოიყენეს, რომ დაეწყოთ საარჩევნო კამპანია, დასხმოდნენ თავს ოპოზიციას და 2008 წლის აგვისტოს ომის პასუხისმგებლობა საკუთარ სახელმწიფოსთვის დაეკისრათ. აი, ამ მიდგომას შეიძლება საქართველოსთვის სრულიად გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა და არც იმპროვიზაცია არ არის, ეს არის „ქართული ოცნების“ კარგად მოფიქრებული პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკასთან არის სრულ თანხვედრაში,“- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიარად ბენკო – ომი რუსეთმა დაიწყო, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის უცნობი
შემდეგი სტატია„რა თქმა უნდა, ესეც “ნაცმოძრაობიდან” წამოსული პრიმიტიული კითხვაა”