არად ბენკო – ომი რუსეთმა დაიწყო, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის უცნობი

ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ვგმობთ ოკუპაციას, ომს, რომლის შედეგადაც საქართველო იტანჯება, – ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, არად ბენკომ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ავსტრია გააკეთებს ყველაფერს, რომ დაეხმაროს საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

კითხვაზე ვინ დაიწყო ომი, ელჩმა აღნიშნა: „ეს ძალიან პოლიტიკური განცხადებაა, ვფიქრობ, საკმაოდ ნათელია, რომ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში არის ცუდი ბიჭი. საქართველოში ძალიან პოლარიზებული გარემოა და უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ იბრძოლოს ერთი საკითხისთვის: ევროინტეგრაციისთვის, დემოკრატიისთვის, კანონის უზენაესობისთვის, რა თქმა უნდა, თავისუფალი მედიისთვის. ვფიქრობ, ძალიან რთულია გამოსავლის პოვნა და ვინმეს დადანაშაულება, რადგან ამას არაფერი მოაქვს და უფრო მნიშვნელოვანია, რომ მომავლისკენ ვიყუროთ. რა თქმა უნდა, ომი რუსეთმა დაიწყო, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის უცნობი. ვფიქრობ, რუსეთი არის ის, ვინც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა“.

banner
წინა სტატიაშიერთ ტაიმში გატანილი 5 გოლი-გაბელიამ ჩემპიონთა ლიგა ახალი რეკორდით დაიწყო
შემდეგი სტატია„ოცნების“ პოლიტიკა რუსეთის პოლიტიკასთან თანხვედრაშია – ვაშაძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით მართველი გუნდის ბრალდებებს პასუხობს