„რა თქმა უნდა, ესეც “ნაცმოძრაობიდან” წამოსული პრიმიტიული კითხვაა”

„ვისაც უჭირს, კარგად ჩანს და ვინც ცდილობს, რომ მთავარი საკითხიდან ყურადღება გადაიტანოს, ეს არ არის სერიოზული და პატრიოტული მიდგომა სამშობლო და ჩვენი ქვეყნის ინტერესების მიმართ. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა გვჭირდება ძალიან მაღალი თვითშეგნება, რათა გავაცნობიეროთ, რომ ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ჯარისკაცების გმირობა და მათი ბედი ამ ომში, ეს არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება, გახდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი,” – აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი, როცა საუბრობს ოკუპანტ და მტერ რუსეთზე და არ ახსენებს ვლადიმერ პუტინს, პუტინი მაინც იგულისხმება. მისი თქმით, კითხვა – არის თუ არა პუტინი მტერი “ნაციონალური მოძრაობის” პრიმიტიული შეკითხვის გამეორებაა.

„რა თქმა უნდა, ესეც “ნაცმოძრაობიდან” წამოსული პრიმიტიული კითხვაა – პუტინი მტერია? ოკუპანტი სახელმწიფოს მეთაურზე მელაპარაკებით, აბა, არ არის მტერიო? თუკი რუსეთს ვახსენებთ, ვგულისხმობთ პუტინს, მაშინ უნდა ვახსენოთ მედვედევიც და ა.შ.  ახლა ვსდიოთ ერთმანეთს სიტყვებზე?“ – ამბობს მდინარაძე.

ირაკლი სესიაშვილი კი აცხადებს, რომ პუტინიც, მედვედევიც და ყველა, ვინც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მტერია.

„პუტინიც ოკუპანტია, მედვედევიც, რომელიც იმ დროს პრეზიდენტი იყო გავრილოვიც და ყველა ის, ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, თავისთავად ცხადია ეს ნარატივი არის მხოლოდ იმ პოლიტიკური ძალის ინტერესში, რომლისთვისაც ჩვენი ეროვნული ინტერესები მეორეხარისხოვანია და ვიწრო პოლიტიკური კინკლაობა არის მთავარი,” – აცხადებს სესიაშვილი.

banner
წინა სტატიაში„ოცნების“ პოლიტიკა რუსეთის პოლიტიკასთან თანხვედრაშია – ვაშაძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით მართველი გუნდის ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიააფხაზეთში ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს