“ოცნების” აქტივისტი ოზურგეთში რუსთავი ორის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა

სოფელ შრომაში, ხრიალეთის საარჩევნო უბანზე ,,ოცნების“ აქტივისტმა გიგლა მამფორიამ გაზეთ ,,გურიის მოამბის „ დამფუძნებელს და,, რუსთავი 2 „ წარმომადგენელს გურიის მხარეში ვლადიმერ მენაბდეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მამფორიამ საარჩევნო უბანზე , ხოლო სოფლის გამგებელმა მაყვალა დარჩიამ უბნის გარე პერიმეტრზე ,,რუსთავი 2 „-ის გადამღებ ჯგუფს არ მისცეს საარჩევნო პროცესის გაშუქების საშუალება , თავს დაესხნენ და აგრესიული ქმედებებით პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს .,,რუსთავი 2 „ -ის წინააღმდეგ დაპირისპირებაში ასევე მონაწილეობდა უბანზე მყოფი შ. ს.ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი თემურ რცხილაძე. მენაბდე ამ დრომდე მის მიერ გამოძახებულ 112 წარმომადგენლებს ელოდება.

banner
წინა სტატიაშიროგორც ჩანს მითითებას იძლევიან,რომ რაც შეიძლება ბევრი სარჩელი დაიწეროს-ბრიფინგი ,,ოცნებაში”
შემდეგი სტატია“ცესკო ხელს უწყობს ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის ფაქტებს”- საია