როგორც ჩანს მითითებას იძლევიან,რომ რაც შეიძლება ბევრი სარჩელი დაიწეროს-ბრიფინგი ,,ოცნებაში”

„ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა:

„არჩევნები მიმდინარეობს მშვიდად, მსურს გავამახვილო ყურადღება რამდენიმე გარემოებაზე. პირველი, ოპოზიციური პარტიები საკუთარ წარმომადგენლებს, როგორც ჩანს აძლევენ ასეთ ინსტრუქციას, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს თითოეულ უბანზე, ამ გზით ცდილობენ, რომ ამომრჩეველთა განწყობაზე მოახდინონ რაიმე ტიპის ზეგავლენა, მსურს მოვუწოდო ჩვენს თითოეულ წევრს, მხარდამჭერს და ამომრჩეველს, რომ მიიღონ მონაწილეობა საარცევნო პროცესში, მობრძანდნენ და დააფიქსირონ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე საკუთარი არჩევანი.

საჯაროდ იყო გაკეთებული განცხადებები ამომრჩეველთა აქტივობის საკითხთან დაკავშირებით, ამაზე მსურს ცალსახად განვაცხადო, რომ ეს არის ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის საორგანიზაციო საქმიანობა, სიები არის ღია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომ აღრიცხვა გარეთ თუ შიგნით აწარმოოს საკუთარი სურვილის შესაბამისად, ეს კეთდება საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით და კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოპოზიცია ცდილობს არჩევნების პროცესზე საჩივრების რაოდენობით და არა შინაარსით მოახდინონ რაიმე ტიპის ზეგავლენა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში„მოსალოდნელია გაყალბება, ოპოზიციური კანდიდატების საერთო მხარდაჭერა აღემატება სახელისუფლებო კანდიდატისას“- უდუმაშვილი
შემდეგი სტატია“ოცნების” აქტივისტი ოზურგეთში რუსთავი ორის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა