“ოცნებას” ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს – “სირცხვილია” პარლამენტთან აქციას მართავს

ამ წუთებში მოძრაობა “სირცხვილია” პარლამენტთან აქციას მართავს.

მათ ადგილზე საპროტესტო წარწერები აქვთ მიტანილი – “საქართველოს მთავრობა დასავლეთს ზურგს აქცევს”; “საქართველო ევროკავშირისგან ასე შორს არასდროს ყოფილა”. ასევე, გაშლილი აქვთ პუტინის ბანერიც, რომლის სახეც “ქართული ოცნების” ლიდერებითაა აწყობილი.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციურის დუმილი მიუთითებს, რომ ისინი არიან პოლიტიკური დღის წესრიგის აღმსრულებლები – საძაგლიშვილი
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – მიხეილ სააკაშვილზე ხელისუფლება უფრო ზრუნავს, ვიდრე მისი მომხრეები