მაჭარაშვილი – მიხეილ სააკაშვილზე ხელისუფლება უფრო ზრუნავს, ვიდრე მისი მომხრეები

მიხეილ სააკაშვილზე ხელისუფლება უფრო ზრუნავს, ვიდრე მისი მომხრეები, რადგან აქციებითა და რადიკალური გამოსვლებით მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია შეიძლება იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სააკაშვილის მომხრეებს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნასთან ერთად, მის მიმართაც უნდა ჰქონდეთ მიმართვა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს.

„სჯობს, იყოს ექიმების კონსულტაციები და გადაწყვეტილება ასე მიიღონ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით პოლიტიკურად სპეკულირებენ. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მოუწოდონ და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვონ, ამას არ აკეთებენ ან ნაკლებად აკეთებენ. სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნასთან ერთად, სააკაშვილის მიმართაც უნდა ჰქონდეთ მიმართვა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ოცნებას” ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს – “სირცხვილია” პარლამენტთან აქციას მართავს
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარიასთან ეტლი მიიტანეს, მოშიმშილე დეპუტატს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს