პენიტენციურის დუმილი მიუთითებს, რომ ისინი არიან პოლიტიკური დღის წესრიგის აღმსრულებლები – საძაგლიშვილი

მიხეილ სააკაშვილთან ცოტა ხანში მისი ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი შევა. გლდანის ციხესთან უფლებადამცველი რამდენიმე წუთის წინ მივიდა. როგორც ის ამბობს, დამატებითო ინფორაცია მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაზე მისთვის ჯერჯერობით უცნობია.

დიტო საძაგლიშვილის თქმით, ექიმთა კონსილიუმის ერთობლივ შეფასებასა და დასკვნას, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაშია გადასაყვანი, მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, პენიტენციური არ ითვალისწინებს:

“პენიტენციური სამსახურის დუმილი და ამის არგაკეთება მიუთითებს იმაზე, რომ პენიტენციური სამსახური არ ხელმძღვანელობს და მათი მიზანი არ არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვა, არამედ ისინი არიან პოლიტიკური დღის წესრიგის აღმსრულებლები” – ამბობს დიტო საძაგლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარიასთან უმრავლესობის წევრები ნინო წილოსანი და გიორგი ამილახვარი მივიდნენ
შემდეგი სტატია“ოცნებას” ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს – “სირცხვილია” პარლამენტთან აქციას მართავს