გოცირიძე – სასწრაფოდ უნდა დაისაჯონ 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები

5 ივლისის ორგანიზატორები და შემსრულებლები სასწრაფოდ უნდა დაისაჯონ, ხოლო ხელისუფლებამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

„პირველ რიგში, მთავრობაში იგულისხმება ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ძალადობრივი ქმედებების პროვიკატორი და ინსპირატორი იყო. დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებისთვის თანამდებობიდან ვახტანგ გომელაური უნდა გადადგეს. ახლა დაიწყო ვიღაცების ჩხრეკა და რა ჩხრეკაა საჭირო, როცა ვიღაც ხისთავა, მოფაშისტო ელემენტი რუსთაველზე დგას და მოუწოდებს, რომ 100 მეტრის იქით მდებარე ოფისისკენ უნდა გაემართოს 500 კაცი საბრძოლველად? – ეს სიტყვა გამოიყენა და ახლა ამ ადამიანის ბინას ჩხრეკენ, ბინა კი არ უნდა გაჩხრიკო, უნდა მოკიდო ხელი, პანჩურით შეაგდო მანქანაში და წაიყვანო ციხეში. რა ჩხრეკა, რის ჩხრეკა, ეკრანებზე ჩანს ყველაფერი. ვახტანგ გომელაურს პარლამენტში მოსვლის წინ უნდა, თავის მოწონება და ვერ მოიწონებს, რადგან დამნაშავეა ხელისუფლება, რომელმაც მოძალადეები წაახალისა და დროზე არ დასაჯა“, – განაცხადა რომან გოცორიძემ.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი: ჯერ არ არის დაზუსტებული, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ ოპოზიციას მოგვეცეს შესაძლებლობა, შევხვდეთ შარლ მიშელს
შემდეგი სტატია“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამერიკის მხრიდან მსგავსი განცხადებები არ გაკეთებულა”