“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამერიკის მხრიდან მსგავსი განცხადებები არ გაკეთებულა”

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამერიკის მხრიდან მსგავსი განცხადებები არ გაკეთებულა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ევროკომისია გვემუქრება სანქციებით, სანქციები ახსენა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა და განცხადება გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა. ამ განცხადების შინაარსია, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და გადაიხადონ როგორც სისხლისსამართლებრივი, ასევე პოლიტიკური ფასი. პოლიტიკური ფასის გადახდა ნიშნავს იმას, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. ეს არის დიპლომატიური ენით ნათქვამი და დამაგვირგვინებელი სახელმწიფო მდივნის განცხადება.

თუ ხელისუფლება გააგრძელებს დამნაშავეების დაუსჯელობას და შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევას, ეს იქნება ტესტი, უნდა თუ არა საქართველოს დემოკრატია და მიექანება თუ არა ევროპისკენ, ამერიკისკენ, ნატო-სკენ, თუ რუსეთისკენ. ამიტომ პერსონალურ სანქციებამდე მივა საქმე. სანქციებს არ ელოდნენ მოლდოვასა და უკრაინაში ოლიგარქები, მაგრამ ეს ვნახეთ. სად არის მოლდოვა ოლიგარქის გაქცევის შემდეგ? ბოლო ტესტი ცესკო-ს თავმჯდომარეების არჩევის საკითხი იქნება, რომელსაც თუ დროებით დანიშნავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას სურს, არჩევნების გაყალბება, მოსამართლეების დანიშვნაზე ცესკო არის შეთანხმების ნაწილი და ეს კიდევ ერთი სიგნალი იქნება იმისათვის, რომ არაფრის დათმობა საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა, მიუხედავად იმ დიდი რისკების, რაც შეიძლება, ამას მოჰყვეს. რისკი იქნება სანქციები მთავრობისთვის, რაც სამწუხაროდ, დაეტყობა ხალხს და შემდეგ იქნება პერსონალური სანქციები“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე – სასწრაფოდ უნდა დაისაჯონ 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები
შემდეგი სტატიაბოკერია: ჩვენი პარტნიორების რეაქცია აბსოლუტურად ბუნებრივია