იოსელიანი: ჯერ არ არის დაზუსტებული, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ ოპოზიციას მოგვეცეს შესაძლებლობა, შევხვდეთ შარლ მიშელს

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ გამორიცხული არაა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის საქართველოში მორიგი ვიზიტისას, ოპოზიციას მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცეს.

მისივე თქმით, აპირებს, მიშელთან შეხვედრის შემთხვევაში, მასთან სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბროს.

„ჯერ არ არის დაზუსტებული, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ ოპოზიციას მოგვეცეს შესაძლებლობა, შევხვდეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს.

მე პირადად, ვაპირებ, ვისაუბრო სასამართლოს ნაწილზე, რაშიც ჩართული ვიყავი და ასევე ამ რეფორმის შეუსრულებელ ნაწილზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ამის შესაძლებლობა მოგვეცემა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციას მართავენ
შემდეგი სტატიაგოცირიძე – სასწრაფოდ უნდა დაისაჯონ 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები