ობამამ სინძო აბეს ვიზიტს ისტორიული ჟესტი უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს სამხედრო ბაზა პერლ-ხარბორზე ვიზიტმა შერიგების ძალა აჩვენა.
“ეს ისტორიული ჟესტი შერიგების ძალას აჩვენებს და იმის შეხსენებაა, რომ რომ ყველაზე ღრმა ჭრილობებიც, რომელიც ომმა დატოვა, შესაძლებელია მეგობრობით და გრძელვადიანი მშვიდობით განკურნოს” – განაცხადა პრეზიდენტმა.

აბე იაპონიის პირველი პრემიერია, რომელმაც ამერიკის ეს ბაზა მოინახულა. პერლ-ხარბორი 1941 წლის დეკემბერში იაპონურმა არმიამ მასობრივად დაბომბა. მაშინ 2,3 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
შეხვედრის ცერემონიისას აბემ მწუხარება გამოთქვა 75 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის გამო. “ჩვენ საშინელი ომის განმეორება არ უნდა დავუშვათ – ეს სადღესასწაულო დაპირებაა, რომელიც იაპონიის მოსახლეობამ დადო” – თქვა იაპონიის პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა სირიაში რუსეთთან ერთად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმაზე განაცხადა
შემდეგი სტატიაკუბაში ფიდელ კასტროს კულტი აკრძალეს