კუბაში ფიდელ კასტროს კულტი აკრძალეს

კუბას პარლამენტმა რამდენიმე ხნის წინ გარდაცვლილი ქვეყნის ლიდერის, ფიდელ კასტროს სახელის გამოყენება აკრძალა ქუჩების ან სხვა სახის ობიექტების დასახელებაში, ასევე, ჯილდოებისა და ტიტულების სახელებში.
კუბას პრეზიდენტმა რაულ კასტრომ აღნიშნა, რომ მისი ძმა პიროვნების კულტის წინააღმდეგი იყო და ეს კანონი მისი სურვილის მიხედვით მიიღეს.
ფიდელ კასტრო 91 წლის ასაკში 26 ნოემბერს გარდაიცვალა.

კასტრო კუბას 50 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. 2008 წელს მან უფლებამოსილება თავის ძმას, რაულ კასტროს გადასცა.

banner
წინა სტატიაშიობამამ სინძო აბეს ვიზიტს ისტორიული ჟესტი უწოდა
შემდეგი სტატიააფხაზეთში პოლიციის ხელმძღვანელის მანქანა დაცხრილეს