ობამა: აშშ ისლამურ სახელმწიფოს გაანადგურებს

ობამა: ამერიკული საზოგადოება ჯერაც რასიზმით არის დაავადებული

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, დღეს ამერიკელ ხალხს მიმართვისას უთხრა, რომ აშშ ისლამურ სახელმწიფოს გაანადგურებს, ამასთანავე, სხვა ორგანიზაციებსაც, რომლებიც მის ქვეყანას ემუქრებიან. “ტერორიზმის საფრთხე რეალურია, მაგრამ ჩვენ მას დავამარცხებთ” – განაცხადა ობამამ დღეს, 7 დეკემბერს.

ამერიკის პრეზიდენტმა იარაღის გაყიდვის მკაცრი კონტროლისკენ მოწოდება გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ ეს “ნაციონალური უსაფრთხოების საკითხია”.
ბარაკ ობამამ კალიფორნიის თავდასხმას “ტერაქტი” უწოდა. მან აღნიშნა, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ შეტევას საზღვარგარეთიდან ხელმძღვანელობდნენ.
პრეზიდენტმა ამერიკელ ხალხს პირობა მისცა, რომ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოლებს და რომ ვაშინგტონი სირიაში სახმელეთო არმიას არ გაუშვებს

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის და საპატრიარქოს ძალიან ნათელი განცხადებით საკითხი დაიხურა
შემდეგი სტატია8 დეკემბერს დიღმის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება