Brexit -ის მოწინააღმდეგეებმა ლონდონის რესპუბლიკის შექმნის მოწოდება გააკეთეს

Brexit-ის მოწინააღმდეგეებმა გამოაქვეყნეს პეტიცია მერის, სადიკ ხანის სახელზე მოთხოვნით, ბრიტანეთის დედაქალაქი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდეს – BBC News-ი წერს.
მოწოდება change.org-ზე გამოქვეყნდა და სანამ მას წაშლიდნენ, 27 ათასი ხმის დაგროვება მოასწრო. დოკუმენტის ავტორი ჯეიმს ო’მელი წერდა, რომ ლონდონი “მთელი მსოფლიოს ქალაქია”, რომელიც ევროპის ცენტრად უნდა დარჩეს. მისი აზრით, ლონდონის აგლომერაცია დამოუკიდებელ რესპუბლიკად უნდა გადაკეთდეს, რომელსაც სადიკ ხანი უხელმძღვანელებს. პეტიციის ბევრი ხელისმომწერი წერდა, რომ თავს ევროპელად თვლის და ინგლისელად.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას 17 410 742 ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 51,9%-ია. წინააღმდეგ გამოვიდა 16 141 241 ადამიანი, რაც ხმათა 48,1%-ია.

banner
წინა სტატიაშიგზის აღდგენითი სამუშაოები 07:00 სთ-დან 20:00 სთ-მდეა შესაძლებელი
შემდეგი სტატიაობამა: აშშ ბრიტანეთის არჩევანს პატივს სცემს