NYT: სკრიპალმა ბრიტანეთს 90-იანი წლების რუსული დაზვერვის კორუფციული სქემა გადასცა

ყოფილმა ორმაგმა აგენტმა სერგეი სკრიპალმა, რომლის მოწამვლაც მარტში სოლსბერიში სცადეს, ბრიტანეთის დაზვერვას MI-6 1990-იანი წლების რუსული კორუფციის სქემა გადასცა, რომელიც ნიკოლაი პეტრუშევამდე მიდიოდა – ის რუსეთის უშიშროების საბჭოს მოქმედი მდივანი და ვლადიმირ პუტინის უახლოესი მოკავშირე და მეგობარია – The New York Times-ი წერს დაზვერვის შესახებ ახალ წიგნზე დაყრდნობით, რომელიც 2 ოქტომბერს გავიდა გაყიდვაში. როგორც გამოცემა წერს, სკრიპალმა ამის შესახებ “ბიბისის” სამხედრო მიმომხილველს მარკ ურბანს გასულ წელს მოუყვა, მაშინ ურბანი “ცივი ომის” შემდეგ დაზვერვის შესახებ წიგნზე მუშაობდა.

სკრიპალის თქმით, რუსეთის მაღალ ეშელონებში კორუფციის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო. მან თქვა, რომ ოფიცერი, რომელიც მასთან ერთად მსახურობდა რუსულ სამხედრო დაზვერვაში, ისევე, როგორც თვითონ, დააკავეს დასავლეთის დაზვერვისთვის ინფორმაციის გადაცემის გამო, 2004 წელს კი სამხედრო ჰოსპიტალში დაკითხვის შემდეგ მკვდარი იპოვეს. სავარაუდოდ, გაგუდული. ოფიციალური ვერსია იყო თვითმკვლელობა, მაგრამ, მას თითები წაჭრილი ჰქონდა – The New York Times-ი წერს.

ბრიტანეთის დაზვერვამ დაადგინა, რომ სკრიპალი რუსეთიდან იმიტომ გაიქცა, რომ იგივე ბედი არ გაეზიარებინა, რადგანაც რუსეთში დაკითხვაზე ახსენა კორუფციული სქემა, რომელიც პატრუშევთან მიდიოდა – ის იმ დროს გამოძიების ფედერალურ სამსახურში მუშაობდა.
ინტერვიუდან ამონარიდები მოყვანილია მარკ ურბანის წიგნში “სკრიპალის საქმე. რუსი ჯაშუშის ცხოვრება და თითქმის სიკვდილი” (“The Skripal Files: The Life and Near Death of a Russian Spy”). წიგნში არ არის პასუხი შეკითხვაზე, რატომ მოწამლეს სკრიპალი, მაგრამ ხატავს რუსი აგენტისა და ბრიტანეთის ინფორმატორის ცხოვრების ყველაზე სრულ ვერსიას.

banner
წინა სტატიაშირუსეთი მასკს კოსმოსში უსამართლო კონკურენციაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტი ბრიტანელი მინისტრისგან ბოდიშის მოხდას ელოდება