რუსეთი მასკს კოსმოსში უსამართლო კონკურენციაში ადანაშაულებს

როსკოსმოსის გენერალური დირექტორი დიმიტრი როგოზინი ამერიკულ კომპანია SpaceX-სა და მის დირექტორს ელონ მასკს კოსმოსში რაკეტების გაშვების ბაზარზე რუსეთის გაძევების მცდელობაში ადანაშაულებს. “თუკი ნახავთ რა ფასად იყიდება პენტაგონზე “ფალკონები” და ბაზარზე რა ფასად გადის, წმინდა დემპინგს ნახავთ. იმისათვის, რომ ამ ბაზრიდან რუსეთი გააძევოს, ის გაშვებას 40-50, ზოგჯერ კი 50-60 მილიონ დოლარად ყიდის” – როგოზინმა ერთ-ერთ რუსულ შოუში თქვა – “დოიჩე ველე” წერს.
ამასთანავე, როგოზინის თქმით, მასკი პენტაგონისგან დაახლოებით 150 მილიონ დოლარს იღებს ყოველ გაშვებაზე. “მას სხვაობას უხდიან იმისათვის, რომ ის იაფი პროდუქტით გამოვიდეს ბაზარზე”- როსკოსმოსის ხელმძღვანელმა თქვა და დაამატა, რომ რუსეთს ამ პირობებში კონკურენციის გაწევა არ შეუძლია, როსკოსმოსი თავდაცვის სამინისტროს რაკეტების გაშვებაზე თანხას, რომელიც 3-5-ჯერ ძვირია, ვერ მოითხოვს, რადგანაც ასეთი თამაში უსამართლო იქნება.
ამის მიუხედავად, როსკოსმოსი უახლოეს მომავალში ისევ გახდება აღნიშნულ სფეროში ლიდერი. მომავალი წლიდან იგეგმება მძიმე რაკეტა “ანგარის” გაშვება, 2021 წლიდან კი მისი სერიული წარმოება დაიწყება. “ჩვენ დავბრუნდებით და ისევ პირველები ვიქნებით, ამას გპირდებით” – როგოზინმა თქვა.

banner
წინა სტატიაშინატო 1991 წლიდან ყველაზე დიდ წვრთნებს ჩაატარებს
შემდეგი სტატიაNYT: სკრიპალმა ბრიტანეთს 90-იანი წლების რუსული დაზვერვის კორუფციული სქემა გადასცა