რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული გია მებონიას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა

წალენჯისხის რაიონის სოფელ მუჟავაში ათი წლის წინ, 2008 წლის 25 ოქტომბერს აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათგან ერთ-ერთი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გია მებონია იყო. დაიღუპა ასევე ადგილობრივი მცხოვრები ოთარ საბულუა, ხოლო ერთი პოლიციელი – ზვიად ლაგვილავა მძიმედ დაიჭრა. შემთხვევა დღისით-მზისით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსულ-აფხაზური პოსტიდან, რომელიც მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით 800 მეტრში მდებარეობდა, მართვადი ნაღმი ააფეთქეს. სავარაუდოდ, ნაღმი შემთხვევის ადგილზე დაყრილ ჯართის გროვაში იყო ჩამონტაჟებული.

კადრში გია მებონიასთან ერთად მიწაზე გართხმული გია ხარჩილავა ჩანს. ორი გია განუყრელი მეგობრები იყვნენ: ერთი გამგებელი გახლდათ, მეორე კი საკრებულოს თავმჯდომარე. სწორედ გია ხარჩილავამ შენიშნა პირველად მეგობრის თავთან მდგარი სისხლის გუბე და ყვირილი მორთო: სასწრაფო დახმარების მანქანას და დახმარებას ითხოვდა. გია მებონია სასწრაფოდ გადაიყვანეს პოლიციის მანქანაში და ზუგდიდის მიმართულებით წაიყვანეს, მაგრამ ყველანაირი ზომის მიღება უკვე დაგვიანებული იყო: მას ჭურვის ნამსხვრევი თავში ჰქონდა მოხვედრილი და, სავარაუდოდ, ადგილზევე გარდაიცვალა.

რუსული ოკუპაციის გარეგნულად დასრულებიდან ორი თვე იყო გასული და რუსული აგრესიის კიდევ ერთი მსხვერპლი გახდა თავისი უბრალოობით, სისადავითა და გულღიაობით ცნობილი, არამარტო წალენჯიხელების ფავორიტი გია მებონია..

 

გიორგი მებონიას საფლავთან დღეს თავი მოიყარეს მისმა ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მეგობრებმა, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს გიორგი….

 

 

banner
წინა სტატიაში,,ბევრად უფრო მეტის გადამხდელი ვარ, ვინც დაიჭერს კობახიძეს, შეკრეჭს თმას და დაბანს”
შემდეგი სტატიაNYT და Times: რუსეთი და ჩინეთი ტრამპის პირად სატელეფონო საუბრებს უსმენენ