ნუკრი ესართიამ თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ნუკრი ესართია თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ინფორმაციას STV-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობისათვის, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ნუკრი ესართია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე დრის წინ გამოიკითხა.

სუსის ინფორმაციით, ნუკრი ესართია ანტიკორუფციულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული. ამ ეტაპზე სხვა დეტალები, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდება.

https://youtu.be/qSNk0KYlKNc

banner
წინა სტატიაშირუსეთი სირიას Ил-20-თან მომხდარი ინციდენტის გამო კომპლექს С-300-სს გადასცემს
შემდეგი სტატიალაკობა: “ელცინს წინააღმდეგობა რომ გაეწია, აფხაზეთში ომი არ დაიწყებოდა”