ნუგზარ წიკლაური – სააკაშვილის მოძრაობის აქტივისტების მიერ „ტიტუშკების“ 7 მიკროავტობუსი ბლოკირებულია

„ტიტუშკების“ 7 მიკროავტობუსი ბლოკირებულია მიშა სააკაშვილის მოძრაობის აქტივისტების მიერ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური „ფეისბუქში“ წერს. როგორც წიკლაური აღნიშნავს, უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში „ტიტუშკების“ მობილიზაცია დაიწყო, რაც 10 სექტემბერს, სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას უკავშირდება.

„ოლიგარქების უცვლელი ხელწერა უკრაინაში და საქართველოში: პოროშენკომ და ავაკოვმა დასავლეთ უკრაინაში, ლვოვში გადაისროლეს „ტიტუშკების“ ჯგუფები. ზონდერ-ტიტუშკების კრაკოვეცის სასაზღვრო პუნქტისკენ გადასროლა უკავშირდება ხვალინდელ მოვლენებს. ამჟამად „ტიტუშკების“ 7 მიკროავტობუსი ბლოკირებულია მიშა სააკაშვილის მოძრაობის აქტივისტების მიერ“, – წერს ნუგზარ წიკლაური.

მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს, პოლონეთის გავლით უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. სააკაშვილი უკრაინაში შესვლას კრაკოვეცის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან აპირებს. მას საზღვართან მხარდამჭერები და პოლიტიკოსები დახვდებიან.

banner
წინა სტატიაში“ევროპულმა საქართველომ” ასპინძაში მერობის კანდიდატად ტარიელ ლონდარიძე დაასახელა
შემდეგი სტატიაზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა