ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ზუგდიდში, ლაზის ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ოჯახში მარტოხელა მამაკაცი ცხოვრობდა, რომელიც შეუძლოდ იყო.

ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულნი და ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახდინეს. მამაკაცი ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის რეფერალურ საავადმყოფოში შოკური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. როგორც ექიმები აცხადებენ, მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური – სააკაშვილის მოძრაობის აქტივისტების მიერ „ტიტუშკების“ 7 მიკროავტობუსი ბლოკირებულია
შემდეგი სტატიაქარიშხალი ირმა შედარებით შესუსტდა – სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 250 კილომეტრს აღწევს