“ევროპულმა საქართველომ” ასპინძაში მერობის კანდიდატად ტარიელ ლონდარიძე დაასახელა

ევროპულმა საქართველომ ასპინძაში მერობის კანდიდატად ტარიელ ლონდარიძე დაასახელა. ადგილობრივ მოსახლეობას მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს ტარიელ ლონდარიძე ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ, წარუდგინა.

ამომრჩეველთან შეხვედრაზე მერობის კანდიდატი რეგიონში არსებულ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს.

გიგი უგულავა ტარიელ ლონდარიძის დადებით მხარეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის ყველაზე ღირსეული კანდიდატია.

უგულავამ ამომრჩეველს პარტიის წინა საარჩევნო გეგმაც გააცნო.

„ჩენ გვაქვს განვითარების მწყობრი გეგმა, პირველ რიგში, საპენსიო უზრუნველყოფის და დანამატი 35 ლარით არის შესაძლებელი. ასევე, ინფრასტრუქტურის გაჯანსაღების გეგმა, რაც ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას,“ – აცხადებს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმი
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური – სააკაშვილის მოძრაობის აქტივისტების მიერ „ტიტუშკების“ 7 მიკროავტობუსი ბლოკირებულია