ნუგზარ წიკლაური: ივანიშვილის კორუმპირებული, კრიმინალური და უმეცარი რეჟიმი ვერ და არ უპასუხებს ამ ახალ გამოწვევას

უკრაინაში დაიწყო თავისუფლებისთვის ბრძოლის ახალი, ისტორიული მნიშვნელობის მოვლენები.
უკრაინის საპროტესტო მოძრაობამ სათავე დაუდო ახალ მძლავრ შეტევას რუსული ოლიგარქიის, კორუფციის, ჩამორჩენილობის და პოსტსაჭოთა ნარჩენების წინააღმდეგ.
უკრაინის მზარდი მოძრაობა თავისუფლებისკენ დღეს უკვე არის რეგიონის დემოკრატიული ავანგარდი, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ხდება ამ მოძრაობის უპირობო ლიდერი.
სწორედ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამო საქართველოს, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რათა არ ჩამორჩეს წინსვლის და განვითარების ახალ ტალღას, შეაფასოს ისტორიული მომენტი და ნაბიჯი გადადგას თავისუფლებისკენ.
ახლა გაჩერება ნიშნავს არა მხოლოდ ერთ ადგილზე დგომას: გაჩერება ნიშნავს უკუსვლას და რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური დომინაციის ობიექტად გადაქცევას.

ივანიშვილის კორუმპირებული, კრიმინალური და უმეცარი რეჟიმი ვერ და არ უპასუხებს ამ ახალ გამოწვევას, რის გამოც ჩვენი ქვეყანა კარგავს ისტორიულ შანსს და უკან იხევს რუსული ორბიტისკენ.

ნაციონალურმა მოძრაობამ და ყოველმა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ორდინალური პოლიტიკური მეთოდებით ივანიშვილის დამარცხება არის შეუძლებელი.

მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ უნდა გააცნობიეროს, რომ დღეს მისი პასუხისმგებლობა არის პატრიოტული ძალების გაერთიანება, კონკრეტული პოლიტიკური ამოცანის დასახვა და ხალხის მძლავრ საპროტესტო მოძრაობაში ჩართვა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.
დღევანდელი დღე ნაციონალურ მოძრაობისგან ითხოვს ნაციონალური ინტერესების უპირველეს და ერთადერთ მიზნად დასახვას და ახალი, საყოველთაო ეროვნული მოძრაობის ფლაგმანად ქცევას.

 

ნუგზარ წიკლაური

banner
წინა სტატიაშისოხუმი უკმაყოფილოა მიხეილ ჯანელიძის კომენტარით
შემდეგი სტატიაკიევში დასრულდა საპროტესტო მარში