კიევში დასრულდა საპროტესტო მარში

კიევში დასრულდა საპროტესტო მარში, რომლის ორგანიზატორი იყო მიხეილ სააკაშვილის პარტია “Рух нових сил”. აქციის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი.
საპროტესტო მსვლელობა დასრულდა გენერალური პროკურატურის შენობის წინ. ამის შესახებ იყტობინება გამოცემა “ГОРДОН”.
აქციის მონაწილეთა წინაშე გამოვიდა სახალხო დეპუტატი, პარტია “Рух нових сил”-ის წევრი იური დერევიანკო, რომელმაც მოუწოდა ხალხს გამოვიდეს საპროტესტო აქციებზე ყოველ კვირას მანამ, სანამ არ მიაღწევენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა დაშლა დაიწყეს. წესრიგის სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
შეგახსენებთ, კიევში, 10 დეკემბერს გამართულ საპროტესტო მსვლელობაში, რომლის მთავარი მოთხოვნა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პორიშენკოს იმპიჩმენტი იყო, ორგანიზატორთა შეფასებით, მონაწილეობდა 50 000 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური: ივანიშვილის კორუმპირებული, კრიმინალური და უმეცარი რეჟიმი ვერ და არ უპასუხებს ამ ახალ გამოწვევას
შემდეგი სტატიადიდთოვლობა დიდ ბრიტანეთში