ნუცუბიძის III მიკრორაიონში დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია დაიწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში,ნუცუბიძის III მიკრორაიონის IV კვარტლის N1-8 კორპუსების მიმდებარეტერიტორიაზე დასასვენებელი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ტერიტორიაზე, რომელიც 7 500 კვ. მ ფართობს მოიცავს, რამდენიმე სხვადასხვაზონა შეიქმნება. მათ შორის, სავარჯიშო სივრცე, სადაც ტრენაჟორებიდამონტაჟდება; საბავშვო-გასართობი ზონები – სხვადასხვა ატრაქციონითფიზიკური აქტივობებისთვის; მოსასვენებელი პავილიონები და სხვა ურბანულიავეჯი. პარკის სავალი ბილიკები მოპირკეთდება ფილებით, დამონტაჟდებაგანათების ქსელი, სასმელი წყლის ე.წ. „სოკო“. გარდა ამისა, ტერიტორიაზეგამწვანების სამუშაოები შესრულდება – დაირგვება სხვადასხვა სახის მცენარეებიდა ბალახი.

ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე,საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ბირბიჩაძესთან ერთად შეხვდა დაპარკის მოწყობის პროექტი გააცნო.

„დავიწყეთ მასშტაბური პროექტის განხორციელება – ადგილობრივების თხოვნით,ნუცუბიძის III მიკრორაიონში განთავსებულ დიდ პარკს ჩაუტარდება სრულირეაბილიტაცია. საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, სადაც მიმდებარე კორპუსებისსხვადასხვა ასაკის მცხოვრებლები ხშირად იკრიბებიან. ჩვენი პროექტისშესაბამისად, გათვალისწინებულია ყველა ამ ადამიანის ინტერესი და მოთხოვნა.კეთილმოწყობილ და გამწვანებულ გარემოში შექმნილი იქნება ყველა პირობასასიამოვნო და კარგი დასვენებისთვის“, – განაცხადა დავით კვინიკაძემ.

პარკის განახლების პროექტების ღირებულება 984 000 ლარს შეადგენს

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პოზნერი: მესამე წელია, რაც თბილისში აღვნიშნავ დაბადების დღეს
შემდეგი სტატიადოლიძე: დამოუკიდებელი სასამართლო რჩება “ოცნების”აქილევსის ქუსლად