დოლიძე: დამოუკიდებელი სასამართლო რჩება “ოცნების”აქილევსის ქუსლად

“დამოუკიდებელი სასამართლო რჩება “ქართული ოცნების” აქილევსისქუსლად,” – ასე გამოეხმაურა მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს,სადაც სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზეა საუბარი.

“ანგარიშში გაკეთებულია ძალიან მკვეთრი აქცენტი სასამართლოსდამოუკიდებლობასა და რეფორმაზე. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომსასამართლოს დამოუკიდებლობა ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულობისქვაკუთხედია და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სწორედ ეს თემა რჩება “ქ ართულ იოცნების” აქილევსის ქუსლად. სასამართლოს დამოუკიდებლობა იქნებაგადამწყვეტი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ასევე, საერთაშორისოპარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით,” – აღნიშნა დოლიძემ.

მისივე განცხადებით, ის კოსმეტიკური რეფორმები, რომელსაც დღეს„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახორციელებს, ვერ შეცვლის იმ ძირეულპრობლემებს, რომელიც დღეს ქართულ მართლმსაჯულებაში არსებობს. საჭიროა ძირეული რეფორმა, რომელსაც შესაბამისი საერთაშორისო ცოდნის,კომპეტენციის და საზოგადოებისთვის მაღალი ნდობის პირებ იგანახორციელებენ.

დოლიძეს მომზადებული აქვს სასამართლო რეფორმის ექვსი ნაბიჯი,რომელიც საზოგადოების ფართო ფენებს უკვე გააცნო.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომსაქართველოში იკვეთებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობასა დამიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები. მოსამართლეები დაუცველები იყვნენსასამართლო სისტემის შიგნიდან და გარედან განხორციელებულიპოლიტიკური ზეწოლისგან

banner
წინა სტატიაშინუცუბიძის III მიკრორაიონში დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია დაიწყო
შემდეგი სტატიათალაკვაძე მაჭავარიანის გადადგომაზე: პოსტის დატოვებას წლის ბოლოს გეგმავდა