ვლადიმერ პოზნერი: მესამე წელია, რაც თბილისში აღვნიშნავ დაბადების დღეს

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი ხვალ 87 წელი უსრულდება, ის დაბადების დღის აღნიშვნას საქართველოში აპირებს.

თვითმფრინავი საქართველოში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ვლადიმერ პოზნერთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ რუსი ჟურნალისტები და შოუბიზნესის წარმომადგენლენი.

“რატომ საქართველო? იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს საქართველო” – თქვა ერთ-ერთმა სტუმარმა.

“მე მესამე წელია, რაც თბილისში აღვნიშნავ დაბადების დღეს, მე ჩამოვედი არა პოლიტიკაზე სასაუბროდ, არამედ ჩემი დაბადებისდღის აღსანიშნავად”, – ამბობს ვლადიმერ პოზნენი.

სწორედ, პოზნერს ეკუთვნის ფრაზა -“აფხაზეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ფინანსთა მინისტრი ევროობლიგაციებს გადაყვა!
შემდეგი სტატიანუცუბიძის III მიკრორაიონში დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია დაიწყო