,,ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, დაველოდოთ კანონპროექტს”- გვენეტაძე ონლაინ სესხებზე საუბრობს

ვფიქრობ, ამ ეტაპზე უკეთესი იქნება, მოვიცადოთ, ვიდრე კანონპროექტი შევა პარლამენტში, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ონლაინ სესხების გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ონლაინ სესხების კომპანიებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

“როდესაც კანონპროექტი მომზადდება, იქ იქნება გაწერილი ყველა დეტალი. დიდი ალბათობით ბევრი მათგანი შესაძლოა, გადაკეთდეს მოკროსაფინანსო ორგანიზაციად. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, დაველოდოთ კანონპროექტს”, – განაცხადა გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაში“უმსხვილეს მოთამაშეებს, იმის გამო, რაც გუშინ გააკეთეს, უმკაცრესად უნდა მოეთხოვოთ პასუხი” – მიხეილ დუნდუა
შემდეგი სტატიალარის გაუფასურების გამო, საკრებულოს ოპოზიცია თბილისის მთავრობას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს