ლარის გაუფასურების გამო, საკრებულოს ოპოზიცია თბილისის მთავრობას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს

“ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მერიას ლარის გაუფასურების გამო, ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტის საკითხი განსახილველ საკითხთა შორის არ არის, “ნაციონალური მოძრაობა” აპირებს ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბროს.

“ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე, მერიამ უნდა გადახედოს მიმდინარე ბიუჯეტს, რადგან დაიწყო კატასტროფულად ავანსების გაცემა. ასევე მოვითხოვთ, მომავალი წლის ბიუჯეტში შეამცირონ ადმინისტრაციული ხარჯები”, – განაცხადა საკრებულოს სხდომის დაწყების წინ “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

საკრებულოს უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ 2017 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილ ვარიანტში ადმინისტრაციული ხარჯები შემცირებულია და ბიუჯეტზე მსჯელობა კვლავ მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში,,ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, დაველოდოთ კანონპროექტს”- გვენეტაძე ონლაინ სესხებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით უფროსკლასელები ფინანსურ და სამეწარმეო განათლებას მიიღებენ