“უმსხვილეს მოთამაშეებს, იმის გამო, რაც გუშინ გააკეთეს, უმკაცრესად უნდა მოეთხოვოთ პასუხი” – მიხეილ დუნდუა

ეკონომისტი და საზოგადოება 20/30-ის წევრი მიხეილ დუნდუა. ეროვნული ვალუტის უპრეცედენტო გაუფასურებას სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.როგორც დღევანდელ ბრიფინგზე დუნდუამ განაცხადა, ის, რაც გუშინ მსხვილმა ეკონომიკურმა მოთამაშეებმა გააკეთეს, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო, რითიც სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ.

„რაც გააკეთეს უმსხვილესმა მოთამაშეებმა გუშინ, ამის გამო უმწვავესად და უმკაცრესად უნდა მოეთხოვოთ მათ პასუხი. ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება და ამის გამო ,ისინი უნდა დაისაჯონ. რაც გაკეთდა, იყო მოქმედება ხალხის წინააღმდეგ. ეს სცილდება ეროვნული ბანკის ფარგლებს და სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ,“ – აცხადებს მიხეილ დუნდუა.

banner
წინა სტატიაშიფედერიკა მოგერინიმ გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა
შემდეგი სტატია,,ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, დაველოდოთ კანონპროექტს”- გვენეტაძე ონლაინ სესხებზე საუბრობს