ნოტარიუსის კანტორად გადაიქცა აქაურობა, შემოგვრეკავენ და ბეჭდებს გვარტყმევინებენ – დავით ჭიჭნაძე

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის” წევრი დავით ჭიჭინაძე საბაჟო კოდექსის“ დაჩქარებულად განხილვას აპროტესტებს. ჭიჭინაძე ამბობს, რომ პარლამენტი ფორმალიზმის ბუდედ გადაიქცა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი დეპუტატებს “შერეკავს ნახირივით და ბეჭდებს არტყმევინებს კანონებზე”

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პარლამენტი კი არ არის, რაღაც ფორმალიზმის ბუდედ გადაიქცა ეს ყველაფერი. მაინტერესებს როგორ აპირებენ დეპუტატები საკითხის განხილვას, როცა არც კი აქვთ წაკითხული კანონპროექტი. რა კითხვები აქვთ კოლეგებს? ბევრი ნიუანსია ალბათ, რაც გამორჩება. პროტესტის ფორმად ალბათ ისღა რჩება, რომ კომიტეტზე კვორუმები არ შედგეს. ნოტარიუსის კანტორად გადაიქცა აქაურობა, შემოგვრეკავენ აქ ნახირივით და ბეჭდებს გვარტყმევინებენ”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიზვიად გამსახურდიას ოჯახი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვს
შემდეგი სტატიაკომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელი „სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის“ თავმჯდომარედ აირჩიეს