კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელი „სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის“ თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (EaPeReg) „სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფს (SEWG)“ უხელმძღვანელებს. კომისიის რადიოსიხშირული დეპარტამენტის თანამშრომელი, რომან ქურდაძე „SEWG“-ის თავმჯდომარედ აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 და ევროპის 6 ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებმა, რიგაში ჯგუფის მე-7 შეხვედრაზე ერთხმად აირჩიეს. ჯგუფის თანათავმჯდომარეები ლატვიიდან ჯურის რენსისი და ლიეტუვადან იორუნე მიკულენაიტე იქნებიან.

აღნიშნული ჯგუფი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების შესაბამის ექსპერტებს აერთიანებს, 2015 წლის ნოემბერში, EaPeReg ქსელის პლენარული სხდომის დროს შეიქმნა. ჯგუფის საქმიანობის მთავარი საკითხებია როგორც LTE ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მობილური საკომუნიკაციო ქსელების იმპლემენტაცია, ასევე ციფრული ტელევიზიისა და ციფრული დივიდენდების დანერგვის ხელშეწყობა. კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას ჯგუფის მიზანია ეფექტური მექანიზმების შემუშავება. SEWG აქტიურად მუშაობს თანამედროვე (5G) საკომუნიკაციო ქსელების იმპლემენტაციასა და დანერგვის სამომავლო სტრატეგიის შემუშავებაზე.

banner
წინა სტატიაშინოტარიუსის კანტორად გადაიქცა აქაურობა, შემოგვრეკავენ და ბეჭდებს გვარტყმევინებენ – დავით ჭიჭნაძე
შემდეგი სტატიაბათუმში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა