ზვიად გამსახურდიას ოჯახი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის ადვოკატი გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას მოითხოვს. მისი თქმით, საქმეს ზედამხედველი პროკურორი უნდა გაუძღვეს, რომელიც ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი იქნება.

„ჩვენი მოთხოვნა ამ უნდობლობის პროცესში, რომელიც პროკურატურის მიმართ გვაქვს უკავშირდება სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას, არა ერთი გამომძიებელი და ერთი პროკურორი როგორიც დღეს არის ამ საქმეზე, რომლებიც, ბუნებრივია, ვერც შეძლებენ ამ საქმეზე, რომ მნიშვნელოვანი ერთდროული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარონ, რაც აუცილებელია ასეთი ტიპის საქმეზე, არამედ შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება სხვა და სხვა სპეციალიზაციის მქონე გამომძიებლებით და ეყოლება ზედამხედველი პროკურორი და ეს ზედამხედველი პროკურორი უნდა იყოს ოჯახის მიერ ნდობით აღჭურვილი პირი,“- აცხადებს ამირან გიგუაშვილი

შეგახსენებთ, რომ ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები, საქმის გამოძიების მოთხოვნით უკვე მე-11 დღეა მთავარ პროკურატურასთან შიმშილობენ

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში სვეტლანა ქეცბას, დიმიტრი ჯაიანისა და ჯუმბერ ყოლბაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
შემდეგი სტატიანოტარიუსის კანტორად გადაიქცა აქაურობა, შემოგვრეკავენ და ბეჭდებს გვარტყმევინებენ – დავით ჭიჭნაძე