ნორვეგიამ შესაძლეებლია სირიასა და იორდანიაში სამხედროები გააგზავნოს

ნორვეგიამ შესაძლეებლია სირიასა და იორდანიაში სამხედროები გააგზავნოს

5სირიასა და იორდანაში, შესაძლებელია ნორვეგიის სპეცრაზმი და ინსტრუქტორები გააგზავნონ – Reuters-ი წერს. ოსლო იორდანიაში დაახლოებით 60 სამხედრო პირის გაგზავნას აპირებს, რომ სირიელი ამბოხებულები მოამზადოს და მხარი დაუჭიროს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლას. “ადგილობრივმა ამბოხებულებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, იმაზე მეტს, ვიდრე ველოდებოდით. ამიტომ, მათი მხარდაჭერა აუცილებელია, რომ მათ წვრთნები ჩაუტარდეთ და კონსულტაციები მიეცეთ” – განაცხადა ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ინე ერიკსენმა.

ნორვეგიელი სამხედროების ახლო აღმოსავლეთში გადატყორცნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ქვეყნის პარლამენტმა შესაბამისი დადგენილება მიიღო.

banner
წინა სტატიაშილომისობის დღესასწაულზე დაშავებულ 80 ადამიანს დახმარება მაშველებმა აღმოუჩინეს
შემდეგი სტატიალუკაშენკომ ბელორუსებს მოუწოდა გაიხადონ და ისე იმუშაონ