“ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

“ნორმანდიული ოთხეულის” საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვერამ, რომელიც დღეს პარიზში შედგა, უშედეგოდ ჩაიარა.
გერმანიის, უკრაინის, საფრანგეთის და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არჩევნები 2016 წელს ჩატარდება – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ არ არის კმაყოფილი აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული სიტუაციით და არც კიევსა და მოსკოვს შორის მიმდინარე დიალოგით.
“ეს შეხვედრა ერთ-ერთი მძიმე შეხვედრათაგანი იყო, რომელიც ჩვენ ჩაგვიტარებია” – განაცხადა შტაინმაიერმა.
რუსეთის წარმომადგენელმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო არჩევნებისთვის მიმდინარე წლის პირველ ნახევარში: “ჩვენ მზად ვიყავით მხარი დაგვეჭირა არჩევნებისთვის, მაგრამ ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა გვთხოვეს რომ ამაზე დაჟინებული აქცენტი არ გაგვეკეთებინა, კონსენსუსის შედეგად კი არჩევნები წლის ბოლომდე გადაიდო” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაში(video) მაკა ასათიანის ადვოკატი გოგა ხაინდრავას პროვოკაციული შეფასებების დაკეთებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი: გაცილებით მნიშვნელოვანი კოალიციები დაშლილა