ნონიაშვილი – ირაკლი კობახიძეს ბევრი დიპლომი აქვს, მაგრამ ნამდვილად არ გააჩნია სამედიცინო კვალიფიკაცია

ის, რომ სამედიცინო დიპლომის არ მქონე კობახიძე არ ეთანხმება კონსილიუმის დასკვნას, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რამდენად პოლიტიკურად მოტივირებულია „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება საკუთარი პოლიტიკური მძევლის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სამედიცინო პერსპექტივიდან კი არ აფასებენ, აფასებენ პოლიტიკური პერსპექტივიდან და გვეუბნებიან, რომ ნამდვილად არ არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ვალდებულება მაშინ, როდესაც მთელი სამედიცინო კონსილიუმი საწინაღმდეგოს ამბობს.

„ჩვენი ვიცით, რომ ირაკლი კობახიძეს ბევრი დიპლომი აქვს, როგორც თვითონ იქადნება ხოლმე, მაგრამ ნამდვილად არ გააჩნია სამედიცინო კვალიფიკაცია და სამედიცინო დიპლომი. ამიტომ რასაც ახლა ის სჩადის და ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნას არ ეთანხმება, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რამდენად პოლიტიკურად მოტივირებულია „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება საკუთარი პოლიტიკური მძევლის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ისინი სამედიცინო პერსპექტივიდან კი არ აფასებენ, აფასებენ პოლიტიკური პერსპექტივიდან და გვეუბნებიან, რომ ნამდვილად არ არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ვალდებულება მაშინ, როდესაც მთელი სამედიცინო კონსილიუმი ამბობს საწინაღმდეგოს. ფაქტობრივად მედიცინას ეწინააღმდეგებიან“, – განაცხადა ნონიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე: ასე ნახევრად ნათქვამი არასოდეს არ აღიქმება, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პირის პოზიცია
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი – მადლობა სახალხო დამცველს, ეს ინსტიტუტი სახელმწიფოსა და ქვეყნის დემოკრატიის სადარაჯოზე დგას