უდუმაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე: ასე ნახევრად ნათქვამი არასოდეს არ აღიქმება, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პირის პოზიცია

სააკაშვილი რომ განსაკუთრებული პატიმარია, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ სამწუხაროდ, პრეზიდენტს არ ეყო გამბედაობა, ღიად მოეწოდებინა ხელისუფლებისთვის, რომ ის გადაეყვანათ შესაბამის კლინიკაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტისგან უფრო მკვეთრ პოზიციას ელოდებოდა.

„ასე ნახევრად ნათქვამი არასოდეს არ აღიქმება, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პირის პოზიცია. ნახევარი სიმართლითაც რთულია შესაბამისი აზრი გამოიტანო. ველოდებოდი უფრო მკვეთრ პოზიციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. იუსტიციის სამინისტროს გავრცელებულ კადრებში ბადრაგი პრეზიდენტის ღირსების შელახვას ცდილობდა. რაც შეეხება რისკებს, იქნებ დაასახელონ რა რისკებთან არის დაკავშირებული პრეზიდენტის გადაყვანა კლინიკაში. როდესაც რისკის ქვეშ დგას პრეზიდენტის სიცოცხლე, ვერ წარმომიდგენია, სხვა რა რისკი უნდა იყოს ამაზე მაღალი, როდესაც ხელისუფლებას საშუალება და შესაძლებლობა აქვს, რომ გადაარჩინოს პრეზიდენტი და ის ამას არ აკეთებს. ვიდრე ასეთ განცხადებებს გავაკეთებთ, რისკები ერთმანეთს შევადაროთ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამნიძე – ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კონსილიუმის დასკვნა “ფეიკია”, მას ვთხოვდი, მაშინ დადონ სხვა ექიმებმა დასკვნა
შემდეგი სტატიანონიაშვილი – ირაკლი კობახიძეს ბევრი დიპლომი აქვს, მაგრამ ნამდვილად არ გააჩნია სამედიცინო კვალიფიკაცია